ინტერვინუ ჟურნალისტ ილია ჩაჩიბაიასთან

538332_373411326054554_674948014_n    სოციალური  ქსელის facebook-ის  საშუალებით  დაუკავშირდი  ჟურნალისტ  ილია  ჩაჩიბაიას და დამთანხმდა  რამოდენიმე კითხვისთვის  ეპასუხა.ქვემოთ შემოქთავაზებთ ამ  ინტერვიუს.  ცოტა  რამ კი  ილია  ჩაჩიბაიას  შესახებ.

ილია ჩაჩიბაია (დ. 2 ივნისი, 1988, თბილისი) — ქართველი ჟურნალისტი, ადამიანის უფლებათა დამცველი, რამდენიმე პოლიტიკური მედიასაშუალების დამაარსებელი (რადიო, ჟურნალი, გაზეთი, საინფორმაციო სააგენტო), ყველაზე ახალგაზრდა ჟურნალისტი ქართულ მედია სივრცეში, რომელიც მუშაობდა და დღემდე მუშაობს წამყვან საინფორმაციო საშუალებებში.

1. მოგესალმებით ილია, რატომ გადაწყვიტეთ გამხდარიყავით ჟურნალისტი და ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით გემუშავათ?

–  2003-2011 წლებში პრაქტიკულად ყოველდღიურად ვაწყდებოდი ფაქტებს, რომელიც ადამიანთა უფლებების დარღვევას უკავშირდებოდა. ვწუხდი, ბევრს ვფიქრობდი თუ როგორ დავხმარებოდი მათ ვისაც ხელისუფლება უმიზეზოდ აკნინებდა, ჩაგრავდა, მაგრამ გამოსავალს ვერ ვპოულობდი. 15 წლის ასაკში რადიოში დავიწყე მუშაობა. რამდენიმე არაპოლიტიკურ გადაცემას ვუძღვებოდი. სწორედ ამ პერიოდში ახალი ამბების პროდუსერმა შემომთავაზა ამავე მედია საშვალებაში კორესპონდენტადაც მეუშავა. როდესაც სიჟეტებს ვამზადებდი კონკრეტულ პრობლემეზე, ხშირ შემთხვევაში საკითხი დადეითად წყდებოდა, ადამიანებს კი გაჭრვება უმსუბუქდებოდათ, მორალურად მაინც უკეთ გრძნობდნენ თავს – ეს კი მაბედნიერებდა, მახარებდა. შემდეგ მუშაობა დავიწყე გაზეთში და ჟურნალში იგივე საქმით გახლდით დაკავებული. მოგვიანებით ჟურნალისტიკაზე ჩავაბარე და ადამიანის უფლებების დაცვა და ჟურნალისტური საქმიანობით საზოგადოების დახმარება უფრო დიდი მასშტაბებით შევძელი. რაც შეეხება სამსახურს ბევრად უფრო დიდი გაზეთები, სააგენტოები თუ ტელე-რადიო კომპანიები მიწვევდნენ… ეს კი მაძლიერებდა და მეტი დადებითი საქმის გაკეთებას ვცდილობდი და ვცდილობ.

2. თქვენი მოღვაწეობის მანძილზე, ძირითადად რა სახის ადამიანის უფლებათა დარღვევები შეგხვედრიათ?

– მდიდარი, ღარიბი, პოლიტიკოსი, სპორცმენი, მსახიობი, რეჟისორი თუ სხვა ნებისმიერი ტიპის, პროფესიის, რელიგიური შეხედულების ადამიანის უფლებები დამცავს შეძლებისდაგვარად. ხშირად მეც ვყოფილვარ დასაცავი იმიტომ, რომ ჩემი საქმიანობის გამო მდენიდნენ მავიწროვებდნენ. ორჯერ დამაკავეს კიდეც, მართალია ორივე შემთხვევაში ერთ დღეში გავთავისუფლდი, მაგრამ ჟურნალისტის არარსებული მიზეზით დაკავება ყოვლად მიუღებელია. ჩემი მედიასაშვალებები, რომელიც 20 წლის ასაკსი დავაფუძნე (რადიო, ჟურნალი, საიფორმაციო სააგენტო) დამიყადაღეს, სასამართლოში არაერთხელ მიჩივლეს ჩინოვნიკებმა, მათ შორის ჩემს მიერ გამოქვეყნებული მამხილებელი სტატიის გამო პრეზიდენტის რწმუნებულმაც, რომელიც ჩემგან 10 000 ლარს ითხოვდა, მორალური ზიანის ანაზღაურების სახით. გასაკვირია, რომ რეჟიმის პირობებშიც კი ეს პროესი მოვიგე.

3. არც თუ ისე დიდი ხნის წინ მომხდარ მოვლანაზე პატიმრების ცემასთან დაკავშირებით გთხოვთ თქვენი აზრი გამოხატოთ?

– პატიმრების ცემა-წამების ფაქტები სწორედ იმ ორგანიზაციამ გამოაქვეყნა, რომელშიც მე პროდუსერის თანამდებობას ვიკავებ მე ვმუშაომ. მედია-კავშირ “ობიექტივის” ხელმძღვანელმა ირმა ინაშვილმა ჩაატარა ჟურნალისტური გამოძიება და საბოლოო ჯამში სამი სხვადასხვა წაყროს დახმარებით მოიპოვა შემზარავი კადრები. ამ საქმეში დიდი წლილი მიუძღვით ბედუკაძეს, ლომიას, აკობიას, ფარულავას – მათი დარწმუნება, რომ წამების ამსახველი ვიდეოჩანაწერები უნდა გასაჯაროებულიყო ჩვენმა მეგობარმა “წინააღმდეგობის მოძრაობის” თავმჯდომარემ დავით თარხან-მოურავმა და ირმა ინაშვილმა მოახერხეს. სააკაშვილის რეჟიმის დამხობას სწორედ ამ კადრებმა შეუწყო ხელი.

4. სწორად მიგაჩნიათ თუ არა ათასობით პატიმრის ამინისტია?

– ფართომასშტაბიანი ამნისტია არათუ საჭირო არმედ აუცილებელი იყო. ჩემი აზრით უფრო მეტი პატიმარი უნდა გათავისუფლდეს. ყურადღებით უნდა იქნეს განხილული საქმეები და საპყრობილე მხოლოდ იმ ადამიანებმა უნდა დატოვონ ვისგანაც არ არის მოსალოდნელი დანაშაულის განმეორებით ჩადენა.

5. თქვენთვის როგორც ჟურნალისტისთვის ალბათ საავტორო უფლებების დაცვა მნიშვნელოვანია. დაგირღვევიათ თუ არა ერთხელ მაინც სავტოროო უფლებები ან თქვენხომ არ გამხდარხართ პლაგიატის მსხვერპლი?

– ხშირად ყოფილა ფაქტები, როდესაც ჩემს მიერ გამოქვეყნებული მასალა გადაუმუშავებიათ და საკუთარი ავტორობით დაუბეჭდავთ.

6. იმის მიუხედავათ რომ ოცდამერთე საუკუნეში ვცხოვრობთ, ტრეფიკინგის მსხვერპლი სულ უფრო და უფრო მეტი ადამიანი ხდება, როგორ ფიქრობთ რა არის ამის მიზეზი?

თრეფიკნგის მსხვერპლთა რიცხვი ჩემი ინფორმაიით არ იზრდება თუმცა არც მცირდება. საზოგადოებაში ინფორმაციის ნაკლებობა განაპირობებს ყოველივეს. ალბათ მასობრივი ინფორმაციის საშუალებების როლი ძალიან დიდია ამ პრობლემის მოგვარებაში.

7. აგრეთვე ოჯახური ძალადობაც ძალიან ხშირია, რომლის მსხვერპლი ძირითადად ქალები და ბავშვები არიან. მაგრამ ხშირად ქალებს არ სურთ ამაზე ლაპარაკი და მოთმინებით იტანენ შეურაცყოფასა და ცემას. ჩვენი უფროსი თაობისგან გამიგია ასეთ რამ ” ახალ თაობასა არაფრის მოთმენა და ატანა შეუძლია, ჩვენი თაობა უფრო მომთმენი იყოო”, ძალიან უსიამოვნოდ მომხვდა გულზე. ილია, თქვენ როგორ ფიქრობთ ქალმა უნდა მოითმინოს თუ თავისი უფლებები უნდა დაიცვას?

 – ჩვენი მენტალიტეტი ძალიან დრომოჭმულია, მანდილოსნებს თუ ბავშვებს უჭირთ საჯაროდ განაცხადონ მათზე განხორციელებული ოჯახური ძალადობის შესახებ, იმიტომ რომ არ სურთ თითით საჩვენებელი გახდნენ. აქვეა ინფორმაციის ნაკლებობის პრობლემა, კვლავ ჩვენი, მედიის როლი განუსაზღვრელად დიდია, სისტემატურად უნდა მომზადდეს გადაცემები, რეპორტაჟები სადაც ქალებს და ბავშვებს გავაგებინებთ თუ როგორ უნდა დაიცვან თავი და ვის უნდა მიმართონ თუკი ძალადობის მსხვერპლი გახდებიან. ქალი და მამაკაცი ერთმანეთს პატივს უნდა ცემდნენ. მიუღებლად მიმაჩნია ძალადობა მშვენიეი სქესის წარმომადგენლებზე. თავის მხრივ ქალებმა შეგნებულად არ უნდა გამოიწვიან კონფლიქტი, ძლიერი სქესის წარმომადგენლების დიდი ნაწილი დაუსაქმებელია და სოციალური პრობლემები ხშირად მათ თავმოყვარეობაზე მოქმედებს, ემ მომენტის გათვალისწინებით მანდილოსნებმა შეგნებულად არ უნდა გააღიზიანონ ისინი.

მ.ხარშილაძე

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

ექვთიმე თაყაიშვილი

ეკლიანი გზა ვარსკვლავებისკენ

Pusa's Blog

სამოქალაქო ჟურნალისტი

ფერადი ბლოგი : )

Just another WordPress.com site

ლულის ბლოგი

მოქალაქე ჟურნალისტი.......მსოფლიოში მიმდინარე საინტერესო ფაქტები და მოვლენები!

მედიატორი Медиатор Mediator

აქტიური მოქალაქეობა, უკეთესი მომავალია!!! Активное гражданство это лучшее будущее!!! Active citizenship, better future!!!

მარი-ონეტი

“მე არასოდეს მსმენია რაიმე ისეთი დანაშაული, რომლის ჩადენასაც თავად ვერ შევძლებდი”

✌ Mystic Grill ✌

კიდევ ერთი, მაგრამ არა ჩვეულებრივი ბლოგი :)

SpeeChLeSS

That's how You make Me feel

ქუტას ბლოგი

მოქალაქე ჟურნალისტი

Know-it-aLL

Smart Blog !

კინოგურმანის ბლოგი

არა მხოლოდ კინოგურმანებისთვის!

Jazzmena's Blog

“God grant me the serenity to accept the things I cannot change, courage to change the things I can, and wisdom to always tell the difference.”

tavisufleba.com

Just another WordPress.com site

ჩვენი დია(ბ)ლოგი

ადამიანის უფლებების სადარაჯოზე ...

კანიბალი კარამელკას ბლოგი

მე ნაწილი ვარ იმ ძალისა, ვისაც ბოროტება სწადია და სიკეთეს კი იქმს.

ფრთხილად, ტრეფიკინგი!!!

ავირჩიოთ ჩვენი მომავალი...

Social Media at School

სოციალური მედია სკოლებში

» Vannie Pooh «

» დროს ვერ ვხედავ, ვეღარც ვამჩნევ, ჩუმად ლპება, იღუპება. «

art-profiles.com

The world's art network

sal4you

ჯანსაღ სხეულში ჯანსაღი სულია!

ახალგაზრდა ომბუდსმენი

შენი უფლებები მთავრდება იქ, სადაც იწყება სხვისი

Double Illusion

Welcome To Merabino's Mind

new ქუთაისი

ავაშენოთ ქუთაისი

უფლებების დამცველი

ყველა ადამიანი თანასწორუფლებიანია

თავისუფალი ბლოგი

გიორგი ბენაშვილი

Twilight.ge

Georgian Twilight Community

თათიას ბლოგი ♥♥

მიყვარხართ და მიჩუქნია ეს სიყვარული თქვენთვის ! ♥

99 დღე

მიზნამდე დარჩა 42 დღე

ადამიანი და კანონი

ვისაუბროთ ადამიანის უფლება-მოვალეობებზე

%d bloggers like this: