9 წლის გოგონა, რომელმაც სიკვდილის შემდეგ 60 ათასი ბავშვის გადარჩენა შეძლო

640196327343fcc703c445d62a0be21b

  ეს არის ამბავი 9 წლის ამერიკელ გოგონაზე, რომელმაც სიკვდილის შემდეგ 60 ათასი ბავშვის გადარჩენა შეძლო.


რეიჩელი საკუთარი მე-9 დაბადების დღის აღსანიშნავად ემზადებოდა, როცა ერთ-ერთი საქველმოქმედო ორგანიზაციის ლექციაზე მოხვდა, სადაც მსოფლიოს ღარიბი ქვეყნების მოსახლეობის პრობლემებზე – მათ შორის უწყლობაზე – იყო საუბარი. აქ რეიჩელმა პირველად მოისმინა, რომ აფრიკაში არსებობს ქვეყნები, სადაც ათასობით ბავშვი ბინძური წყლის მოხმარების გამო ინფექციური დაავადებით იტანჯება. რეიჩელმა ამ ბავშვების დახმარება გადაწყვიტა.

დედის დახმარებით რეიჩელი დარეგისტრირდა საქველმოქმედო ორგანიზაციის საიტზე, სადაც საკუთარი გვერდი შექმნა. გოგონა გვერდის ყველა ვიზიტორს სთხოვდა, არ ეჩუქნათ მისთვის დაბადების დღისთვის საჩუქარი, არამედ ფული ბავშვებისთვის შეეწირათ, რომლებიც აფრიკაში უწყლობით და ეპიდემიით იტანჯებიან. მას 300 დოლარის შეგროვება უნდოდა, რათა ამ ფასად 15 ბავშვს მაინც  დახმარებოდა. სამწუხაროდ, მხოლოდ 11 ბავშვის სამყოფი თანხა შეგროვდა. ამ ფაქტმა რეიჩელი დაადარდიანა.

მალე ამერიკა შეძრა ცნობამ უბედური შემთხვევის შესახებ: სიეტლის ერთ-ერთ მაგისტრალზე ერთმანეთს 20 ავტომანქანა შეეეჯახა. ავტოკატასტროფაში რეიჩელი ოჯახთან ერთად მოყვა. პატარა გოგონა ხერხემლის მრავლობითი მოტეხილობებით საავადმყოფოში გადაიყვანეს. სამწუხაროდ, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. ამ ამბის შეტყობის შემდეგ სკოტ ჰარისმა, რომლის ლექციაც თავის დროზე რეიჩელმა მოისმინა, კვლავ გახსნა გოგონას გვერდი. გვერდზე ფულადი შემოწირულობები არ წყდებოდა. ათასობით ადამიანი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან რეიჩელის გვერდზე გულისამაჩუყებელ წერილებს წერდა. შეგროვებული მილიონ 200 ათასი დოლარით 60 ათასი ბავშვის გადარჩენა მოხერხდა.

გვერდის წყალობით მსოფლიომ გაიგო ამბავი გოგონაზე, რომელმაც რამდენჯერმე შეიჭრა თმა იმისთვის, რათა ის ეჩუქებინა კიბოთი დაავადებული ბავშვებისთვის პარიკების დასამზადებლად. მსოფლიომ ისიც შეიტყო, თუ როგორ გადაარჩინეს დაღუპული რეიჩელის ორგანოების გადანერგვის შედეგად ერთი ადამიანის სიცოცხლე.

სიეტლში, პატარა რეიჩელის მშობლებს მთელი სტადიონი ფეხზე ადგომითა და ოვაციით შეეგება. ეს იყო მადლობა იმისთვის, რომ აფრიკის 253 სოფელში ადამიანები უწყლობითა და ეპიდემიით აღარ დაიტანჯებიან. ასე რომ, ერთი

პატარა სიცოცხლის დასრულებამ მთელი კაცობრიობა დააფიქრა ძალიან მნიშვნელოვანზე – ქველმოქმედებასა და ადამიანთა სიცოცხლის გადარჩენაზე. როცა გოგონას მშობლები გზაზე აღმართულ ჯვართან გაივლიან, ფიქრობენ, რომ რეიჩელი მათთვის იღიმება.

წყარო/Source: http://www.ambebi.ge/msoplio/68480-9-tslis-gogona-romelmac-sikvdilis-shemdeg-60-athasi-bavshvis-gadarchena-shedzlo.html#ixzz2GXLKXkmV

6 Responses to 9 წლის გოგონა, რომელმაც სიკვდილის შემდეგ 60 ათასი ბავშვის გადარჩენა შეძლო

  1. გმირი გოგონა :* :*

  2. sal4you says:

    ვაიმეე ეს რა იყოო:((( ბრავოო:( ამეტირაა

  3. shubitidzen2 says:

    პატარა გმირო გოგნა……🙂😦
    http://blogjurnalisst.wordpress.com/ ჩემი ბლოგია შემომიარე

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

ექვთიმე თაყაიშვილი

ეკლიანი გზა ვარსკვლავებისკენ

Pusa's Blog

სამოქალაქო ჟურნალისტი

ფერადი ბლოგი : )

Just another WordPress.com site

ლულის ბლოგი

მოქალაქე ჟურნალისტი.......მსოფლიოში მიმდინარე საინტერესო ფაქტები და მოვლენები!

მედიატორი Медиатор Mediator

აქტიური მოქალაქეობა, უკეთესი მომავალია!!! Активное гражданство это лучшее будущее!!! Active citizenship, better future!!!

მარი-ონეტი

“მე არასოდეს მსმენია რაიმე ისეთი დანაშაული, რომლის ჩადენასაც თავად ვერ შევძლებდი”

✌ Mystic Grill ✌

კიდევ ერთი, მაგრამ არა ჩვეულებრივი ბლოგი :)

SpeeChLeSS

That's how You make Me feel

ქუტას ბლოგი

მოქალაქე ჟურნალისტი

Know-it-aLL

Smart Blog !

კინოგურმანის ბლოგი

არა მხოლოდ კინოგურმანებისთვის!

Jazzmena's Blog

“God grant me the serenity to accept the things I cannot change, courage to change the things I can, and wisdom to always tell the difference.”

tavisufleba.com

Just another WordPress.com site

ჩვენი დია(ბ)ლოგი

ადამიანის უფლებების სადარაჯოზე ...

კანიბალი კარამელკას ბლოგი

მე ნაწილი ვარ იმ ძალისა, ვისაც ბოროტება სწადია და სიკეთეს კი იქმს.

ფრთხილად, ტრეფიკინგი!!!

ავირჩიოთ ჩვენი მომავალი...

Social Media at School

სოციალური მედია სკოლებში

» Vannie Pooh «

» დროს ვერ ვხედავ, ვეღარც ვამჩნევ, ჩუმად ლპება, იღუპება. «

art-profiles.com

The world's art network

sal4you

ჯანსაღ სხეულში ჯანსაღი სულია!

ახალგაზრდა ომბუდსმენი

შენი უფლებები მთავრდება იქ, სადაც იწყება სხვისი

Double Illusion

Welcome To Merabino's Mind

new ქუთაისი

ავაშენოთ ქუთაისი

უფლებების დამცველი

ყველა ადამიანი თანასწორუფლებიანია

თავისუფალი ბლოგი

გიორგი ბენაშვილი

Twilight.ge

Georgian Twilight Community

თათიას ბლოგი ♥♥

მიყვარხართ და მიჩუქნია ეს სიყვარული თქვენთვის ! ♥

99 დღე

მიზნამდე დარჩა 42 დღე

ადამიანი და კანონი

ვისაუბროთ ადამიანის უფლება-მოვალეობებზე

%d bloggers like this: