შრომის თავისუფლება

საქართველოს კონსტიტუცია

მუხლი 30

  1. შრომა თავისუფალია.

  2. სახელმწიფო ვალდებულია ხელი შეუწყოს თავისუფალი მეწარმეობისა და კონკურენციის განვითარებას. აკრძალულია მონოპოლიური საქმიანობა, გარდა კანონით დაშვებული შემთხვევებისა. მომხმარებელთა უფლებები დაცულია კანონით.

  3. შრომითი ურთიერთობის მომწესრიგებელ საერთაშორისო შეთანხმებათა საფუძველზე სახელმწიფო იცავს საქართველოს მოქალაქეთა შრომით უფლებებს საზღვარგარეთ.

  4. შრომითი უფლებების დაცვა, შრომის სამართლიანი ანაზღაურება და უსაფრთხო, ჯანსაღი პირობები, არასრულწლოვანისა და ქალის შრომის პირობები განისაზღვრება კანონით.

მუხლი 32

სახელმწიფო ხელს უწყობს უმუშევრად დარჩენილ საქართველოს მოქალაქეს დასაქმებაში. საარსებო მინიმუმით უზრუნველყოფის პირობები და უმუშევრის სტატუსი განისაზღვრება კანონით.

ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია

მუხლი 23

  1. ყოველ ადამიანს აქვს შრომის, სამუშაოს  თავისუფალი არჩევის, შრომის სამართლიანი და ხელსაყრელი პირობების და უმუშევრობისაგან დაცვის უფლება.

  2. ყოველ ადამიანს აქვს უფლება თანაბარი შრომის თანაბრად ანაზღაურებისა ყოველგვარი დისკრიმინაციის გარეშე.

  3. ყოველ მუშაკს აქვს უფლება იღებდეს სამართლიანსა და დამაკმაყოფილებელ გასამრჯელოს, რომელიც უზრუნველყოფს ღირსეულ ადამიანურ არსებობას თვითონ მისთვის და მისი ოჯახისათვის და რომელსაც, როცა აუცილებელია, ემატება სოციალური უზრუნველყოფის სხვა სახსრები.

  4. ყოველ ადამიანს აქვს უფლება შექმნას პროფესიული კავშირები და შევიდეს პროფესიულ კავშირებში თავისი ინტერესების დასაცავად.

ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების საერთაშორისო პაქტი

მუხლი 6

  1. ამ პაქტიმ მონაწილე სახელმწიფოები  აღიარებენ შრომის უფლებას, რომელიც მოიცავს თითოეულ ადამიანის უფლებას, საარსებო სახსრები მოიპოვოს საკუტარი შრომით, რომელსაც ტავისუფლად აირჩევს ან რომელზედაც თავისუფლად დათანხმდება და განახორციელებს სათანადო ღონისძიებებს ამ უფლების უზრუნველსაყოფად.

  2. ამ პაქტის მონაწილე სახელმწიფოთა ღონისძიებანი უნდა შეიცავდეს პროფესიული და ტექნიკური სწავლებისა და წვრთნის პროგრამებს, პოლიტიკას და მეთოდოლოგიას, რათა მიღწეულ იქნას განუხრელი ეკონომიკური, სოციალური და კულტურული ფანვითარება სრული და შედეგიანი დასაქმება ისეთ პირობებში, სადაც თითოეული ადამიანის პოლიტიკური და ეკონომიკური თავისუფლება დაცული იქნება.

მუხლი 7

1. ამ პაქტის მონაწილე სახელმწიფოები აღიარებენ თითოეულის უფლებას, ჰქონდეს შრომის სამართლიანი და ხელსაყრელი პირობები, მათ შორის, კერძოდ:

ა) ანაზღაურება, რომლითაც როგორც მინიმუმ ყველა მშრომელი იქნება თანაბრად უზრუნველყოფილი:

1. სამართლიანი ხელფასი და ტოლფასოვანი ანაზღაურება ტოლფასოვანი შრომისათვის რაიმე განსხვავების გარეშე, კერძოდ, ქალებისათვის გარანტირებული იყოს შრომის ისეთი პირობები, რომელიც მამაკაცთა შრომის პირობებზე უარესი არ იქნება და თანაბარი იქნება თანაბარი ანაზღაურების თანაბარი შრომისათვის;
2. მათი და მათი ოჯახების დამაკმაყოფილებელი არსებობას ამ პაქტის დებულებათა შესაბამისად.

ბ) უსაფრთხო და ჯანმრთელობის დაცვის მოთხოვნების შესაბამისი შრომის პირობებს;
გ) ყველასათვის ერთნაირი შესაძლებლობა, სამუშაოზე დაწინაურდეს შესაბამის უფრო მაღალ საფეხურზე მხოლოდ და მხოლოდ შრომის სტაჟისა და კვალიფიკაციის საფეხურზე;
დ) დასვენების, თავისუფალი დრო და სამუშაო დრო გონივრული შეზღუდვა და პერიოდული ანაზღაურებადი შვებულების, ასევე როგორც ანაზღაურებას უქმე დღეებისათვის.

საქართველოს კონსტიტუციის 30-ე მუხლით აღიარებულია შრომის თავისუფლება, რომელიც ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს  სოციალურ უფლებას წარმოადგენს. ამ უფლების სწორი შინაარსობრივი გააზრებისათვის უპირველეს ყოვლისა უნდა განისაზღვროს, თავად ცნება ,,შრომის“ მნიშვნელობა. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ  2007 წლის 26 ოქტომბრის №2/2-389 გადაწყვეტილებაში, საქმეზე ,,საქართველოს მოქალაქე მაია ნათაძე და სხვები საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს პრეზიდენტის წინააღმდეგ“  აღნიშნა, რომ   ,,ადამიანის  ნებისმიერი საქმიანობა ვერ ჩაითვლება ,,შრომად’’ და არ ექვემდებარება დაცვას კონსტიტუციის 30-ე მუხლის საფუძველზე.  ,,შრომად’’ შეიძლება გავიგოთ  მხოლოდ ისეთი საქმიანობა, რომელიც მატერიალური და სულიერი თვალსაზრისით ემსახურება ადამიანის ცხოვრების საფუძვლის შექმნასა და შენარჩუნებას. შრომა, ერთის მხრივ, წარმოადგენს ადამიანის მატერიალური უზრუნველყოფის, ხოლო მეორეს მხრივ, პიროვნული თვითრეალიზაციისა და განვიტარების საშუალებას. ადამიანის პროფესიული საქმიანობა შეიძლება მოიცავდეს რამოდენიმე მიმართულებას, მაგრამ საქმიანობის ნაწილი წარმოადგენს კონსტიტუციით დაცულ სიკეთეს  მაშინ, როდესაც ის განგრძობადი და მატერიალური შემოსავლის მომტანია ან მისი ჩამოცილებით აღარ იარსებებდა შემოსავლის მომტანი პროფესიული საქმიანობის ძირითადი მიმართულება’’.  ამდენად, საკონსტიტუციო სასამართლო მოცემულ გადაწყვეტილებაში, კონსტიტუციით აღიარებული ,,შრომის“ ცნების ქვეშ მოიაზრებს ისეთ საქმიანობას, რომელიც მატერიალური შემოსავლის მომტანია  ან როცა ის პირის პროფესიული საქმიანობის განუყოფელ და ძირითად ნაწილს წარმოადგენს.

საბჭოთა პერიოდში შრომის უფლება გულისხმობდა,  ნებისმიერი შრომისუნარიანი მოქალაქის ვალდებულებას ემუშავა, ხოლო იმავდროულად სახელმწიფოს ეკისრებოდა ამ პირთა დასაქმების ვალდებულება. შრომის უფლების სოციალისტური გააზრებისგან განსხვავებით საქართველოს 1995 წლის კონსტიტუციამ განსაზღვრა ,,შრომის თავისუფლება“ და შესაბამისად გაათავისუფლა სახელმწიფო და მოქალაქეც ამ ვალდებულებებისაგან. თუმცა კონსტიტუციის 30-ე მუხლის პირველ პუნქტის სიტყვები ,,შრომა თავისუფალია“ არ უნდა განიმარტოს ვიწრო ინტერპრეტაციით, მხოლოდ ნეგატიურ ასპექტში. ზემოთაღნიშნულ გადაწყვეტილებაში საკონსტიტუციო სასამართლო მიუთითებს ,,კონსტიტუციის 30-ე მუხლის პირველი  პუნქტი უნდა განიმარტოს მისი მიზნებიდან გამომდინარე, სოციალური სახელმწიფოს პრინციპთან კავშირში, რომელიც არის კონსტიტუციის ერთ-ერთი ფუძემდებლური პრინციპთაგანი და არ იძლევა საშუალებას, რომ 30-ე მუხლის პირველი პუნქტი გავიგოთ, როგორც მხოლოდ იძულებითი შრომის აკრძალვა. მოქმედი კონსტიტუციურ-სამართლებრივი წესრიგი შრომის უფლების დაცვის სფეროში სოციალური სახელმწიფოს მიერ აცილებით მეტის უზრუნველყოფას ითვალისწინებს, ვიდრე ეს იძულებითი შრომის არდაშვებაა. კონსტიტუციის 30-ე მუხლის პირველი პუნქტი, რა თქმა უნდა, იცავს ნებისმიერ ადამიანს იძულებითი შრომისაგან, რაც ადამიანის ღირსების ხელყოფას წარმოადგენს. კონსტიტუციით დაცულია არა მხოლოდ უფლება, აირჩიოს სამუშაო, არამედ ასევე უფლება განახორციელო, შეინარჩუნო და დათმო ეს სამუშაო, დაცული იყო უმუშევრობისაგან და ისეთი რეგულირებისაგან, რომელიც პირდაპირ ითვალისწინებს ან იძლევა სამსახურიდან უსაფუძვლო, თვითნებური და უსამართლო გათავისუფლების საშუალებას’’.

საქართველოს კონსტიტუციის ისე საქართველოს საერთაშორისო  ხელშეკრულებების ანალიზით დგინდება, რომ შრომის თავისუფლება არ გულისხმობს მხოლოდ იძულებითი შრომის აკრძალვას, ის გაცილებით ფართო ცნებაა, რომელიც მოიცავს უფლებათა ვრცელ სპექტრს: პროფესიისა და საქმიანობის სახეობის არჩევის თავისუფლებას, შრომითი შესაძლებლობების თავისუფალ გამოყენებას, სათანადო სამუშაო პირობებით უზრუნველყოფას, სამართლიანი და ადექვატური გასამრჯელოს მიღების უფლებას, სამსახურიდან უსაფუძვლო გათავისუფლებისა და ნებისმიერი სახის დისკრიმინაციისაგან დაცულობას და რაც მთავარია თავად უმუშევრობისგან დაცვის უფლებას. საქართველოს კონსტიტუციის 32-ე მუხლს მიხედვით: ,,სახელმწიფო ხელს უწყობს უმუშევრად დარჩენილ საქართველოს მოქალაქეს დასაქმებაში. საარსებო მინიმუმით უზრუნველყოფის პირობები და უმუშევრის სტატუსი განისაზღვრება კანონით“. სწორედ ამ კონსტიტუციური დებულების საფუძველზე, ქვეყანაში დასაქმების მაქსიმალურად სტაბილური და მაღალი დონის მისაღწევად, სახელმწიფო  ვალდებულია გაატაროს ღონისძიებათა კომპლექსი, რომელიც მოიცავს: დასაქმების სპეციალური პროგრამების შემუშავებასა და განხორციელებას, დასაქმების უფასო სამსახურების შექმნას, კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით სამუშაოს მაძიებელთა პროფესიულ მომზადებასა და გადამზადებას, უმუშევართა სოციალური დაცვისა და დასაქმების ხელშეწყობასთან დაკავშირებულ სხვადასხვა სახის პროექტების დაფინანსებას და     ა. შ. ამდენად სახელმწიფო ვალდებულია თავისი სოციალურ-ეკონომიკური პოლიტიკით ერთის მხვრივ არ დაუშვას უმუშევრობის ზრდა, ხოლო მეორეს მხვრივ ხელი შეუწყოს უმუშევრად დარჩენილ მოქალქეებს დასაქმებასა და სოციალურ უზრუნველყოფაში. საერთაშორისო შეთანხმებათა საფუძველზე სახელმწიფო საზღვარგარეთაც იცავს  საქართველოს მოქალაქეთა შრომით უფლებებს.
შრომის თავისუფლების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კომპონენტს წარმოადგენს  გაფიცვის უფლება, რომელიც აღიარებულია საქართველოს კონსტიტუციის 33-ე მუხლით.  ამ უფლების შინაარსსა და მის განხორციელების წესს  განსაზღვრავს ,,საქართველოს შრომის კოდექსი“, რომლის 49-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად ..გაფიცვა არის დავის შემთხვევაში დასაქმებულის დროებითი ნებაყოფლობითი უარი შრომითი ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების მთლიანად ან ნაწილობრივ შესრულებაზე“. ასეთ დროს დასაქმებულები შრომით უფლებებთან დაკავშირებით გარკვეულ მოთხოვნებს უყენებენ ადმინისტრაციას ან ხელისუფლებას. გაფიცვაში მონაწილეობა არის ნებაყოფლობითი და არავინ არ არის ვალდებული მონაწილეობა მიიღოს გაფიცვაში ან პირიქით უარი თქვას მასში მონაწილეობაზე. იმისათვის, რომ გაფიცვა კანონიერად ჩაითვალოს ის კანონით დადგენილი პროცედურით უნდა წარიმართოს, რომელიც  მოიცავს რამოდენიმე ეტაპს – გაფიცვის უფლების გამოყენებამდე უნდა მოეწყოს გამაფრთხილებელი გაფიცვა. რომლის დაწყებამდე არანაკლებ 3 კალენდარული დღით ადრე დამსაქმებელს წერილობით უნდა ეცნობოს ინფორმაცია დავის საგნის და წარმოშობის საფუძვლის, აგრეთვე გაფიცვის  დროის, ადგილისა და ხასიათის შესახებ. გაფიცვის უფლება წარმოიშობა მხოლოდ გამაფრთხილებელი გაფიცვის შემდეგ არანაკლებ 24 საათის  და არა უმეტეს 14 კალენდარული დღის განმავლობაში. გაფიცვა არ შეიძლება გაგრძელდეს 90 კალენდარულ დღეზე მეტს. ამ  პერიოდში მხარეები ვალდებული არიან განაგრძონ შემათანხმებელი პროცედურები. თუ დასაქმებულებმა შემათანხმებელ პროცედურებში მონაწილეობაზე თავი აარიდეს და მოაწყვეს გაფიცვა ასეთი გაფიცვა უკანონოდ ჩაითვლება. ასევე უკანონოდ ჩაითვლება იმ დასაქმებულთა გაფიცვა, რომლებიც შრომითი ხელშეკრულების მოშლის შესახებ ინფორმირებული იყვნენ დავის წარმოშობამდე. დაუშვებელია უშუალოდ სამუშაო პროცესის დროს გაფიცვის უფლების გამოყენება იმ დასაქმებულთა მიერ, რომელთა საქმიანობა დაკავშირებულია ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის უსაფრთხოებასთან, ან თუ ტექნოლოგიური ხასიათიდან გამომდინარე შეუძლებელია ამ საქმიანობის შეჩერება.

ზემოთაღნიშნულ მოთხოვნათა დარღვევის შემთხვევაში სასამართლოა უფლებამოსილი მიიღოს გადაწყვეტილება გაფიცვის უკანონოდ ცნობის შესახებ, რომელიც დაუყოვნებლივ შესრულებას ექვემდებარება. გაფიცვის დროს დამსაქმებელი არ არის ვალდებული, მისცეს დასაქმებულს შრომის ანაზღაურება, თუმცა  დასაქმებულთა მონაწილეობა გაფიცვაში არ შეიძლება განხილულ იქნეს, როგორც შრომის დისციპლინის დარღვევა და შრომითი ხელშეკრულების მოშლის საფუძველი, გარდა უკანონო გაფიცვის შემთხვევისა.

   თუ საფრთხე ემუქრება ადამიანის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას, ბუნებრივი გარემოს უსაფრთხოებას ან მესამე პირის საკუთრებას, აგრეთვე სასიცოცხლო მნიშვნელობის სამსახურის საქმიანობას, სასამართლოს უფლება აქვს გადადოს გაფიცვის  დაწყება არა უმეტეს 30 დღით, ხოლო დაწყებული გაფიცვა შეაჩეროს ამავე ვადით. საგანგებო ან საომარი მდგომარეობის დროს გაფიცვის უფლება შეიძლება შეიზღუდოს საქართველოს პრეზიდენტის დეკრეტით. საქართველოს კანონმდებლობით გაფიცვის მოწყობა ან გაფიცვაში მონაწილეობა ეკრძალებათ – პოლიციელებს, პროკურატურის მუშაკებს, საზოგადოებრივი უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებს და სახელმწიფო  დაცვის სპეციალური სამსახურის მოსამსახურეებს.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

ექვთიმე თაყაიშვილი

ეკლიანი გზა ვარსკვლავებისკენ

Pusa's Blog

სამოქალაქო ჟურნალისტი

ფერადი ბლოგი : )

Just another WordPress.com site

ლულის ბლოგი

მოქალაქე ჟურნალისტი.......მსოფლიოში მიმდინარე საინტერესო ფაქტები და მოვლენები!

მედიატორი Медиатор Mediator

აქტიური მოქალაქეობა, უკეთესი მომავალია!!! Активное гражданство это лучшее будущее!!! Active citizenship, better future!!!

მარი-ონეტი

“მე არასოდეს მსმენია რაიმე ისეთი დანაშაული, რომლის ჩადენასაც თავად ვერ შევძლებდი”

✌ Mystic Grill ✌

კიდევ ერთი, მაგრამ არა ჩვეულებრივი ბლოგი :)

SpeeChLeSS

That's how You make Me feel

ქუტას ბლოგი

მოქალაქე ჟურნალისტი

Know-it-aLL

Smart Blog !

კინოგურმანის ბლოგი

არა მხოლოდ კინოგურმანებისთვის!

Jazzmena's Blog

“God grant me the serenity to accept the things I cannot change, courage to change the things I can, and wisdom to always tell the difference.”

tavisufleba.com

Just another WordPress.com site

ჩვენი დია(ბ)ლოგი

ადამიანის უფლებების სადარაჯოზე ...

კანიბალი კარამელკას ბლოგი

მე ნაწილი ვარ იმ ძალისა, ვისაც ბოროტება სწადია და სიკეთეს კი იქმს.

ფრთხილად, ტრეფიკინგი!!!

ავირჩიოთ ჩვენი მომავალი...

Social Media at School

სოციალური მედია სკოლებში

» Vannie Pooh «

» დროს ვერ ვხედავ, ვეღარც ვამჩნევ, ჩუმად ლპება, იღუპება. «

art-profiles.com

The world's art network

sal4you

ჯანსაღ სხეულში ჯანსაღი სულია!

ახალგაზრდა ომბუდსმენი

შენი უფლებები მთავრდება იქ, სადაც იწყება სხვისი

Double Illusion

Welcome To Merabino's Mind

new ქუთაისი

ავაშენოთ ქუთაისი

უფლებების დამცველი

ყველა ადამიანი თანასწორუფლებიანია

თავისუფალი ბლოგი

გიორგი ბენაშვილი

Twilight.ge

Georgian Twilight Community

თათიას ბლოგი ♥♥

მიყვარხართ და მიჩუქნია ეს სიყვარული თქვენთვის ! ♥

99 დღე

მიზნამდე დარჩა 42 დღე

ადამიანი და კანონი

ვისაუბროთ ადამიანის უფლება-მოვალეობებზე

%d bloggers like this: