გაეროს ბავშვთა ფონდი (UNICEF)

გაეროს ბავშვთა ფონდი გაერთიანებული ერების ერთადერთი ორგანიზაციაა, რომელიც უშუალოდ ბავშვთა პრობლემებზე მუშაობს. UNICEF-ი ხელმძღვანელობს ბავშვის უფლებათა კონვენციით. ის მსოფლიოს 150 ქვეყანაში მოღვაწეობს და ცდილობს დაიცვას ბავშვთა უფლება სიცოცხლესა და განვითარებაზე.

UNICEF-ი საქართველოში 1993 წლიდან იმყოფება და ეხმარება საქართველოს მთავრობას ბავშვზე ზრუნვის, ჯანდაცვის, სოციალური დაცვისა და განათლების სფეროებში მიმდინარე რეფორმების განხორციელებაში.

საქართველოს მთავრობისა და UNICEF-ის ახალი, ხუთწლიანი პროგრამა 2011-2015 წლებს მოიცავს და მისი მიზანია დაეხმაროს ქვეყანას 2015 წლისათვის ათასწლეულის განვითარების იმ მიზნების მიღწევაში, რომლებიც ბავშვებს ეხება. ახალი პროგრამა ორი ძირითადი კომპონენტისგან შედგება: ,,ინტეგრირებული და ინკლუზიური სისტემები ბავშვებისთვის“ და ,,სოციალური პოლიტიკა, ბავშვთა უფლებების მონიტორინგი და კომუნიკაცია“. პროგრამის მიზანია ბავშვებმა, განსაკუთრებით უღარიბესი ოჯახებიდან, ისარგებლონ ხარისხიანი სოციალური მომსახურებით და იცხოვრონ ოჯახურ გარემოში. აღნიშნული პროგრამა ასევე ეხმარება სახელმწიფოს, სასკოლო ასაკის ყველა ბავშვს ჰქონდეს უფრო ხარისხიანი განათლება. კანონთან კონფლიქტში მყოფი ბავშვები კვლავ რჩებიან ყურადღების ცენტრში, რათა სოციალური მუშაკებისა და ფსიქოლოგების დახმარებით რაც შეიძლება მეტი ბავშვი განერიდოს პენიტენციურ სისტემას. UNICEF-ი ასეე თანამშრომლობს მთავრობასა და სამოქალაქო საზოგადოებასთან ბავშვის უფლებათა კონვენციის განხორციელებისა და მონიტორინგის კუთხით.

არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების სისტემის რეფორმა გაეროს ბავშვთა ფონდისა და საქართველოს მთავრობის ერთ-ერთი პრიორიტეტია და კანონთან კონფლიქტში მყოფ ბავშვებთან მიმართებით საერთაშორისო სტანდარტების დაცვას ითვალისწინებს. 2009 წლიდან UNICEF-ი მჭიდროდ თანამშრომლობს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროსთან არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების სისტემის რეფორმის ფარგლებში, რათა უკეთ იქნას დაცული ბავშვთა უფლებები პრობაციასა და პენიტენციურ სისტემაში.

რეფორმის მსვლელობაში შეიცვალა მიდგომა არასრულწლოვანთა მიმართ საქართველოს სასჯელაღსრულების სისტემაში. ამ მიდგომის შედეგია ინდივიდუალური სამუშაო გეგმის შემუშავება არასრულწლოვანი მსჯავრდებულებისათვის მათი საჭიროებებისა და მოთხოვნილებების გათვალისწინებით. ეს გეგმები საშუალებას იძლევა, რომ არასრულწლოვანი კანონდამრღვევებისათვის შეიქმნას ინდივიდზე მორგებული პროგრამები, რომელიც ხელს შეუწყობს მათ რეაბილიტაციასა და საზოგადოებაში რეინტეგრაციას. აღნიშნულ სისტემაში მოხვედრისთანავე ბავშვთან მუშაობას იწყებენ სოციალური მუშაკები და ფსიქოლოგები, რომ განსაზღვრონ მისი საჭიროებანი და ამის საფუძველზე შემუშავდეს ინდივიდუალური სამოქმედო გეგმა თითოეული ბავშვისთის.

ავჭალის არასრულწლოვანთა დაწესებულებასა და ქალთა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მთელმა პერსონალმა გაიარა სპეციალური მომზადება ბავშვის უფლებების და ბავშვებთან მუშაობის სპეციფიკის შესახებ.

რეფორმის ფარგლებში, UNICEF-ის მხარდაჭერით განახლდა და გარემონტდა საცხოვრებელი და სასწავლო ოთახები არასრულწლოვანებისთვის.

ბავშვებს ახლა შესაძლებლობა აქვთ ისწავლონ იმავე სტანდარტებით, რაც არსებობს საჯარო სკოლებში და მიიღონ სკოლის დამთავრების მოწმობები. მათთვის შეიქმნა პროფესიული განათლების პროგრამებიც.

არასრულწლოვანთა დაკავების ალტერნატივების გაძლიერება რეფორმის კიდევ ერთი უმნიშვნელოვანესი ნაწილია. არასრულწლოვანთა პრობაციის სისტემა დეტალურად გადაისინჯა და ახლა იგი ფოკუსირებულია ბავშვის უფლებებზე, მის საზოგადოებაში რეინტეგრაციასა და რეაბილიტაციაზე. არასრულწლოვანებთან მომუშავე პრობაციის ყველა ოფიცერმა გაიარა სპეციალური მომზადება არასრულწლოვანებთან მიმართებაში.

ოფიციალური ვებ-გვერდი: http://www.unicef.org/

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

ექვთიმე თაყაიშვილი

ეკლიანი გზა ვარსკვლავებისკენ

Pusa's Blog

სამოქალაქო ჟურნალისტი

ფერადი ბლოგი : )

Just another WordPress.com site

ლულის ბლოგი

მოქალაქე ჟურნალისტი.......მსოფლიოში მიმდინარე საინტერესო ფაქტები და მოვლენები!

მედიატორი Медиатор Mediator

აქტიური მოქალაქეობა, უკეთესი მომავალია!!! Активное гражданство это лучшее будущее!!! Active citizenship, better future!!!

მარი-ონეტი

“მე არასოდეს მსმენია რაიმე ისეთი დანაშაული, რომლის ჩადენასაც თავად ვერ შევძლებდი”

✌ Mystic Grill ✌

კიდევ ერთი, მაგრამ არა ჩვეულებრივი ბლოგი :)

SpeeChLeSS

That's how You make Me feel

ქუტას ბლოგი

მოქალაქე ჟურნალისტი

Know-it-aLL

Smart Blog !

კინოგურმანის ბლოგი

არა მხოლოდ კინოგურმანებისთვის!

Jazzmena's Blog

“God grant me the serenity to accept the things I cannot change, courage to change the things I can, and wisdom to always tell the difference.”

tavisufleba.com

Just another WordPress.com site

ჩვენი დია(ბ)ლოგი

ადამიანის უფლებების სადარაჯოზე ...

კანიბალი კარამელკას ბლოგი

მე ნაწილი ვარ იმ ძალისა, ვისაც ბოროტება სწადია და სიკეთეს კი იქმს.

ფრთხილად, ტრეფიკინგი!!!

ავირჩიოთ ჩვენი მომავალი...

Social Media at School

სოციალური მედია სკოლებში

» Vannie Pooh «

» დროს ვერ ვხედავ, ვეღარც ვამჩნევ, ჩუმად ლპება, იღუპება. «

art-profiles.com

The world's art network

sal4you

ჯანსაღ სხეულში ჯანსაღი სულია!

ახალგაზრდა ომბუდსმენი

შენი უფლებები მთავრდება იქ, სადაც იწყება სხვისი

Double Illusion

Welcome To Merabino's Mind

new ქუთაისი

ავაშენოთ ქუთაისი

უფლებების დამცველი

ყველა ადამიანი თანასწორუფლებიანია

თავისუფალი ბლოგი

გიორგი ბენაშვილი

Twilight.ge

Georgian Twilight Community

თათიას ბლოგი ♥♥

მიყვარხართ და მიჩუქნია ეს სიყვარული თქვენთვის ! ♥

99 დღე

მიზნამდე დარჩა 42 დღე

ადამიანი და კანონი

ვისაუბროთ ადამიანის უფლება-მოვალეობებზე

%d bloggers like this: