დედოფლისწყაროში 6 წლის გოგონა დედ–მამის დავის მიზეზი და მსხვერპლია

  დედოფლისწყაროს რაიონის სოფელ ფიროსმანში მცხოვრები 6 წლის მაკა ასლანიძის ბედი საბოლოოდ ჯერაც გაურკვეველია, იმის მიუხედავად, რომ სასამართლომ გადაწყვეტილება გუშინ გამოიტანა. როგორც გაზეთი „ქიზიყი“ იტყობინება, რაიონულმა სასამართლომ ბავშვის მშობლებს შორის ბავშვზე მეურვეობის შესახებ დავა განიხილა და, ადგილობრივი მოსახლეობისა და ბავშვის მამის ნათესავთა მტკიცებით, ალოგიკური და უცნაური გადაწყვეტილება მიიღო: ბავშვი დედას უნდა დაუბრუნდეს.

უკვე ერთი წელია, პატარა მაკა მამის ოჯახში იზრდება. მისი დედ–მამა ერთმანეთს დაახლოებით ორი წლის წინ დაშორდნენ. ამის შემდეგ მაკა დედასთან, მარიზა კირკიტაძესთან ცხოვრობდა და იზრდებოდა, დაახლოებით ერთი წლის წინ კი მოხდა შემთხვევა, რომელზეც დღესაც მთელი სოფელი საუბრობს: დედამ გვიან ღამით 4 წლის ბავშვი სახლში გარედან ჩაკეტა, თვითონ კი სახლიდან წავიდა.

გამოღვიძებული პატარა, როცა აღმოაჩინა, რომ სახლში მარტოა – ისტერიკაში ჩავარდა. მისი ტირილის ხმა მეზობლებმა სრულიად შემთხვევით გაიგონეს და როცა დარწმუნდნენ, რომ სახლში არავინაა, ხოლო კარები გარედანაა ჩაკეტილი, ბავშვის საძინებელ ოთახში ფანჯრიდან შევიდნენ და ტირილისგან დალურჯებული პატარა დაამშვიდეს. იმავე დილით მაკა ასლანიძეს მამამ მოაკითხა და თავის სოფელში წაიყვანა. მაკას დედა – 29 წლის მარიზა კირკიტაძე მას შემდეგ ბოლო დრომდე არ გამოჩენილა.

როცა დაახლოებით ოთხი თვის წინ მაკას დედა ისევ გამოჩნდა და ბავშვის ნახვა მოინდომა, მამამ ამის გაკეთება კატეგორიულად აუკრძალა. სოფელ ფიროსმანშიც და სოფელ სამთაწყაროშიც, სადაც პატარა ახლა მამის ოჯახში იმყოფება, მოსახლეობა ადასტურებს, რომ პატარა მაკას დედის ნახვა არათუ არ სურდა, მისი ხსენების დროსაც კი შიში იპყრობდა. როცა მარიზა კირკიტაძემ შვილის ნახვა ვერ მოახერხა, გადაწყვიტა, დედის უფლებები სასამართლოს მეშვეობით დაეცვა და დაებრუნებინა.

კირკიტაძემ სასარჩელო განცხადებით ჯერ ხელვაჩაურის, მერე კი დედოფლისწყაროს სასამართლოებს მიმართა. დედოფლისწყაროს რაიონულმა სასამართლომ, კერძოდ კი მოსამართლე შორენა ყაველაშვილმა ბავშვი დედას მიაკუთვნა, რამაც მაკას მამა, მისი ნათესავები და ადგილობრივი მცხოვრებლები ძალიან აღაშფოთა. საინტერესო ის არის, რომ სასამართლოს ბავშვის დედისთვის მიკუთვნების შესახებ რეკომენდაცია ადგილობრივმა სოციალური მომსახურების სააგენტომაც მისცა.

სასამართლოს მიერ სარჩელის დაკმაყოფილების მიუხედავად, ბავშვი ამ დრომდე მამის ოჯახში, სოფელ სამთაწყაროში იმყოფება. მამა და მისი ოჯახის წევრები ამბობენ, რომ მაკას დედას არ გაატანენ და „ბავშვის სულის დამახინჯების“ საშუალებას არ მისცემენ.

კანონის მიხედვით, სასამგამორიცხული არ არის, 5 წლის მაკა ასლანიძის დედისთვის დაბრუნების პროცესს სამთაწყაროში მწვავე დაპირისპირება მოჰყვეს. ყოველ შემთხვევაში, ფაქტია, რომ ადგილობრივი მოსახლეობა თითქმის სრული შემადგენლობით ეწინააღმდეგება 5 წლის მაკას ისევ დედასთან გადაბარგებას.ართლოს გადაწყვეტილება აუცილებლად უნდა აღსრულდეს. მსგავს შემთხვევებში ოჯახში მოსალაპარაკებლად სოციალური სააგენტოს თანამშრომლები მიდიან, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ მოლაპარაკება უშედეგოდ დასრულდება, საქმეში აღსრულების ბიურო და საპატრულო პოლიცია ერთვება.

2 Responses to დედოფლისწყაროში 6 წლის გოგონა დედ–მამის დავის მიზეზი და მსხვერპლია

  1. აუ ალბათ ეესე იყო საჭირო თორემ სასამართლო დედას არ მისცემდა ამის უფლებას,,,მაგრამ ბავშვს რომარ უნდა: (( ))

  2. მაკო ხარშილაძე says:

    saqmec egaa rom bavshvs ar surs misi naxvaa …(((((

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

ექვთიმე თაყაიშვილი

ეკლიანი გზა ვარსკვლავებისკენ

Pusa's Blog

სამოქალაქო ჟურნალისტი

ფერადი ბლოგი : )

Just another WordPress.com site

ლულის ბლოგი

მოქალაქე ჟურნალისტი.......მსოფლიოში მიმდინარე საინტერესო ფაქტები და მოვლენები!

მედიატორი Медиатор Mediator

აქტიური მოქალაქეობა, უკეთესი მომავალია!!! Активное гражданство это лучшее будущее!!! Active citizenship, better future!!!

მარი-ონეტი

“მე არასოდეს მსმენია რაიმე ისეთი დანაშაული, რომლის ჩადენასაც თავად ვერ შევძლებდი”

✌ Mystic Grill ✌

კიდევ ერთი, მაგრამ არა ჩვეულებრივი ბლოგი :)

SpeeChLeSS

That's how You make Me feel

ქუტას ბლოგი

მოქალაქე ჟურნალისტი

Know-it-aLL

Smart Blog !

კინოგურმანის ბლოგი

არა მხოლოდ კინოგურმანებისთვის!

Jazzmena's Blog

“God grant me the serenity to accept the things I cannot change, courage to change the things I can, and wisdom to always tell the difference.”

tavisufleba.com

Just another WordPress.com site

ჩვენი დია(ბ)ლოგი

ადამიანის უფლებების სადარაჯოზე ...

კანიბალი კარამელკას ბლოგი

მე ნაწილი ვარ იმ ძალისა, ვისაც ბოროტება სწადია და სიკეთეს კი იქმს.

ფრთხილად, ტრეფიკინგი!!!

ავირჩიოთ ჩვენი მომავალი...

Social Media at School

სოციალური მედია სკოლებში

» Vannie Pooh «

» დროს ვერ ვხედავ, ვეღარც ვამჩნევ, ჩუმად ლპება, იღუპება. «

art-profiles.com

The world's art network

sal4you

ჯანსაღ სხეულში ჯანსაღი სულია!

ახალგაზრდა ომბუდსმენი

შენი უფლებები მთავრდება იქ, სადაც იწყება სხვისი

Double Illusion

Welcome To Merabino's Mind

new ქუთაისი

ავაშენოთ ქუთაისი

უფლებების დამცველი

ყველა ადამიანი თანასწორუფლებიანია

თავისუფალი ბლოგი

გიორგი ბენაშვილი

Twilight.ge

Georgian Twilight Community

თათიას ბლოგი ♥♥

მიყვარხართ და მიჩუქნია ეს სიყვარული თქვენთვის ! ♥

99 დღე

მიზნამდე დარჩა 42 დღე

ადამიანი და კანონი

ვისაუბროთ ადამიანის უფლება-მოვალეობებზე

%d bloggers like this: