დედის მიერ ნაცემი, კომაში მყოფი 15 თვის ბიჭუნა რეანიმაციაში მე-18 დღეს გარდაიცვალა

ეს საზარელი შემთხვევა როსტოვის ოლქის პატარა ქალაქ შახტაში მოხდა: დედის მიერ სასტიკად ნაცემი 15 თვის ბიჭუნა როსტოვის საავადმყოფოს რეანიმაციის განყოფილებაში კომატოზურ მდგომარეობაში მიიყვანეს. ექიმები მის გადასარჩენად 18 დღის განმავლობაში იბრძოდნენ.

ამ ხნის მანძილზე ჩვილს არაერთი ოპერაცია ჩაუტარეს, მათ შორის, ნეიროქირურგიულიც, თუმცა, ამაოდ: 4 მარტს პატარა სერიოჟა ბესედინი რეანიმაციის განყოფილებაში გარდაიცვალა. ის დღემდე არ არის დაკრძალული: ექსპერტები ოჯახს ცხედრის დაკრძალვის უფლებას არ აძლევენ.

სერიოჟა რვა თვის იყო, როცა დედამ პირველად სასტიკად სცემა და საავადმყოფოში მოხვდა. მანამდე დედამ შვილი კიდევ ერთხელ სცემა – მაშინ სახლში სასწრაფო დახმარების ბრიგადა გამოიძახეს და ჩვილის საავადმყოფოში გადაყვანა საჭირო არ გამხდარა. დედა, სვეტლანა  ბესედინა დაკავებულია. გამოძიებამ დაადგინა, რომ ის ბავშვს დაბადებიდან ერთი კვირის შემდეგ უკვე სასტიკად სცემდა, როცა ჩვილი გაბმით ტირილს იწყებდა და მის გაჩუმებას ვერ ახერხებდა.

მოწმის სტატუსით დაკითხული გარდაცვლილი ბავშვის მამა, შესაძლოა, ეჭვმიტანილის რანგშიც დაკითხონ, რადგან გამოძიებამ დაადგინა, რომ დედა ბავშვს მამის თანდასწრებითაც სცემდა, მამას კი ამის შესახებ არავისთან განუცხადებია. ერთ-ერთი ვერსიით, დედამ ბოლოსაც მამის თვალწინ სცემა სერიოჟა, თუმცა, მშობელმა მისი მიშველება ვერ გაბედა. მიზეზი ბანალური და რუსული ყოფისთვის დამახასიათებელია: მეზობლებმა ჟურნალისტებს უთხრეს, რომ სვეტლანა არამარტო შვილს, ქმარსაც სცემდა.

საგამოძიებო ორგანოებს პრეტენზია ადგილობრივ პოლიციელებთანაც აქვთ. გაირკვა, რომ როგორც პირველი, ასევე მეორე ჩარევის დროს ექიმებმა ბავშვის სავარაუდო ცემის შესახებ პოლიციის განყოფილებაში შეტყობინება გაგზავნეს, მაგრამ ამ ფაქტით არავინ დაინტერესებულა – ახსნა განმარტებისთვის და სიტუაციის ადგილზე შესასწავლად ბესედინებთან ოჯახში არავინ მისულა.

როგორც „ექსპრეს-გაზეტა“-ს ჟურნალისტი წერს, რვა თვის ასაკში სერიოჟას ცემის შემდეგ, საავადმყოფოში მისულს, მას მიეცა საშუალება, დედას გასაუბრებოდა: „მან გაუწონასწორებელი ფსიქიკის ადამიანის შთაბეჭდილება დატოვა, მითხრა, რომ ბავშვი მამამ სცემა, თუმცა, მალ

ევე აღიარა, რომ ეს თვითონ ჩაიდინა. მერე ატირდა კიდეც და ინანიებდა, აწი ბავშვზე ხელს არ აღვმართავო და, მართალი გითხრათ, მე დავიჯერე, რომ ასეც მოიქცეოდა. სერიოჟას ეს ფოტოები მაშინ მე გადავუღე – როგორც აღმოჩნდა, უკანა სკნელად“.

ბოლო პერიოდის განმავლობაში, როსტოვსა და როსტოვის ოლქში ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა მშობლები და მეურვეები ბავშვებს სასტიკად ექცევიან. გასული წლის ოქტომბერში ისევ შახტაში სამი წლის ბიჭი მამინაცვალმა სასტიკად სცემა და გააუპატიურა. გაუპატიურების ფაქტზე ჟურნალისტებს ექიმებმა უამბეს, რომლებმაც ბავშვს სამედიცინო დახმარება გაუწიეს, თუმცა, მოწმის არარსებობის (!) გამო მამინაცვალი მხოლოდ ბავშვის ცემისთვის გაასამართლეს. ამ ფაქტიდან ერთი თვის შემდეგ კი იმავე ქალაქში მამინაცვალმა 5 წლის გოგონა სასტიკად სცემა. ექიმებმა რეანიმაციაში მოხვედრილი ბავშვი გადაარჩინეს, მაგრამ მან დამოუკიდებლად გადაადგილების უნარი დაკარგა და უნარშეზღუდულთა ეტლს მიეჯაჭვა…

რაც შეეხება გარდაცვლილი სერიოჟას საკითხს, შესაძლოა, მალე მამამისიც დააკავონ და ის პოლიციელებიც ზედ მიაყოლონ, ვისაც უბანში მსგავსი ინციდენტების პრევენცია თუ არა, მათზე რეაგირება მაინც ევალებათ, მაგრამ ამით 15 წლის ჩვილს, რომელმაც მთელი თავისი ხანმოკლე ცხოვრება ტანჯვაში და ალბათ, ძრწოლაშიც გაატარა, ვერაფერს უშველიან..

                                                                                                                                                                                       ლაშა ბერულავა

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

ექვთიმე თაყაიშვილი

ეკლიანი გზა ვარსკვლავებისკენ

Pusa's Blog

სამოქალაქო ჟურნალისტი

ფერადი ბლოგი : )

Just another WordPress.com site

ლულის ბლოგი

მოქალაქე ჟურნალისტი.......მსოფლიოში მიმდინარე საინტერესო ფაქტები და მოვლენები!

მედიატორი Медиатор Mediator

აქტიური მოქალაქეობა, უკეთესი მომავალია!!! Активное гражданство это лучшее будущее!!! Active citizenship, better future!!!

მარი-ონეტი

“მე არასოდეს მსმენია რაიმე ისეთი დანაშაული, რომლის ჩადენასაც თავად ვერ შევძლებდი”

✌ Mystic Grill ✌

კიდევ ერთი, მაგრამ არა ჩვეულებრივი ბლოგი :)

SpeeChLeSS

That's how You make Me feel

ქუტას ბლოგი

მოქალაქე ჟურნალისტი

Know-it-aLL

Smart Blog !

კინოგურმანის ბლოგი

არა მხოლოდ კინოგურმანებისთვის!

Jazzmena's Blog

“God grant me the serenity to accept the things I cannot change, courage to change the things I can, and wisdom to always tell the difference.”

tavisufleba.com

Just another WordPress.com site

ჩვენი დია(ბ)ლოგი

ადამიანის უფლებების სადარაჯოზე ...

კანიბალი კარამელკას ბლოგი

მე ნაწილი ვარ იმ ძალისა, ვისაც ბოროტება სწადია და სიკეთეს კი იქმს.

ფრთხილად, ტრეფიკინგი!!!

ავირჩიოთ ჩვენი მომავალი...

Social Media at School

სოციალური მედია სკოლებში

» Vannie Pooh «

» დროს ვერ ვხედავ, ვეღარც ვამჩნევ, ჩუმად ლპება, იღუპება. «

art-profiles.com

The world's art network

sal4you

ჯანსაღ სხეულში ჯანსაღი სულია!

ახალგაზრდა ომბუდსმენი

შენი უფლებები მთავრდება იქ, სადაც იწყება სხვისი

Double Illusion

Welcome To Merabino's Mind

new ქუთაისი

ავაშენოთ ქუთაისი

უფლებების დამცველი

ყველა ადამიანი თანასწორუფლებიანია

თავისუფალი ბლოგი

გიორგი ბენაშვილი

Twilight.ge

Georgian Twilight Community

თათიას ბლოგი ♥♥

მიყვარხართ და მიჩუქნია ეს სიყვარული თქვენთვის ! ♥

99 დღე

მიზნამდე დარჩა 42 დღე

ადამიანი და კანონი

ვისაუბროთ ადამიანის უფლება-მოვალეობებზე

%d bloggers like this: