რატომ გახშირდა პატიმართა უფლებების დარღვევა

  სახალხო დამცველის აპარატი პერიოდულად პატიმართა წამებისა და არაადამიანური მოპყრობის შესახებ ინფორმაციას აქვეყნებს. მსჯავრდებულთა უფლებების დარღვევაზე განცხადებები კეთდება საქართველოს პარლამენტშიც. ადვოკატები და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები კი ამტკიცებენ, რომ სასჯელაღსრულების დაწესებულებათა ადმინისტრაციები ხშირ შემთხვევაში პატივს არ სცემენ ადვოკატთან შეხვედრის კონფიდენციალობას. სად და რა ფორმით ირღვევა პატიმართა უფლებები?

სახალხო დამცველს რამდენიმე დღის წინ საჩივრით მიმართეს ადვოკატებმა, რომლებიც მიუთითებდნენ გლდანის მერვე დაწესებულების საკარანტინე განყოფილებაში პატიმართა უფლებების დარღვევასა და დაწესებულებაში დამცველების დაშვებასთან დაკავშირებულ პრობლემებზე. საჩივარში აღწერილი ფაქტების დადასტურების შემდეგ, სახალხო დამცველმა მიმართვა გაუგზავნა სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრს და უმოკლეს ხანში პრობლემებზე ადეკვატური რეაგირება მოსთხოვა, თუმცა, როგორც 29 ოქტომბერს მერვე დაწესებულების წინ გამართული საპროტესტო აქციიდან გაირკვა, ამით ვითარება დიდად არ შეცვლილა. ადვოკატთა ასოციაციის ხელმძღვანელის ზაზა ხატიაშვილის თქმით, ადვოკატები საათებისა და დღეების განმავლობაში ვერ ახერხებენ მათი დაცვის ქვეშ მყოფ პატიმრებთან შეხვედრას.

„ჩვენ, ადვოკატთა კორპუსი, ვაპირებთ, მთელ მსოფლიოს დავანახვოთ, რა ხდება საქართველოში ადვოკატებთან მიმართებაში, თუ როგორ დევნის სააკაშვილის რეჟიმი ადვოკატთა კორპუსს, თუ როგორ ტანჯვა-წამებით უხდება ადვოკატთა კორპუსს უფლებამოსილების განხორციელება. ვაპირებთ, მივმართოთ ევროპის ადვოკატთა ასოციაციას, რომელიც ამ საქმეს 26 ნოემბერს პლენარულ სხდომაზე განიხილავს“, – განაცხადა ზაზა ხატიაშვილმა.

გაირკვა, რომ ადვოკატები თავიანთი დაცვის ქვეშ მყოფებს ესაუბრებიან ადმინისტრაციული კორპუსის ერთ-ერთ სართულზე განთავსებულ საგამოძიებო ოთახებში, რომელთა რაოდენობა 22-ია. ამასთან, ოთახის კარი ღია რჩება და დერეფანში დაწესებულების თანამშრომელი პატრულირებს. შესაბამისად, ადვოკატისა და კლიენტის შეხვედრისას კონფიდენციალობის დაცვა პრაქტიკულად შეუძლებელია, რაც ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წარმომადგენლის გაგი მოსიაშვილის თქმით, პატიმრობის შესახებ კანონსა და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსს ეწინააღმდეგება.

„ვიზუალური კონტროლი შეიძლება, მაგრამ მიყურადება – არა“, – უთხრა რადიო თავისუფლებას გაგი მოსიაშვილმა.

თუმცა ირკვევა, რომ სასჯელაღსრულების დაწესებულებებში პატიმართა უფლებები უფრო უხეში ფორმებითაც ირღვევა. რადიო თავისუფლებასთან საუბარში სახალხო დამცველმა გიორგი ტუღუშმა განაცხადა, რომ მოუწია რეაგირება ქსნის დაწესებულებაში აგვისტოსა და საქტემბერში მომხდარი ძალადობის ფაქტებზე:

„იყო პატიმრების ცემის ფაქტები… ჩვენი ჩარევის შემდეგ დაიწყო გამოძიება, თუმცა ჩვენ მაინც ვაგრძელებთ სერიოზულ მონიტორინგს და თითქმის ყოველ კვირა ვამოწმებთ ქსნის დაწესებულებას“.

სახალხო დამცველის საქმიანობით კმაყოფილნი არიან პატიმართა უფლებების დამცველი არასამთავრობო ორგანიზაციები, თუმცა მათი წარმომადგენლები აცხადებენ, რომ სახალხო დამცველამდე ძალადობის ყველა ფაქტი ვერ აღწევს. „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ ხელმძღვანელის უჩა ნანუაშვილის თქმით, განსაკუთრებით გახშირდა ზეწოლა იმ პატიმრებზე, რომლებსაც საჩივარი ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში აქვთ შეტანილი.

„საუბარია იმაზე, რომ აპლიკანტებმა სტრასბურგში გაგზავნილი საჩივარი უკან გამოიტანონ. ზეწოლა მიდის პატიმრებზე, მათი ოჯახის წევრებზე… ასეთია ათეულობით ფაქტი და ბოლო თვეების განმავლობაში ეს სტატისტიკა იზრდება, თუმცა, გასაგები მიზეზის გამო, თვითონ აპლიკანტები ამ საკითხზე ვერ საუბრობენ“, – უთხრა უჩა ნანუაშვილმა რადიო თავისუფლებას.

სამაგიეროდ, ამის შესახებ საუბრობენ მესამე სექტორისა და პარლამენტის ოპოზიციური ფრაქციების წარმომადგენლები. დეპუტატმა ჯონდი ბაღათურიამ მიმდინარე სასესიო კვირაში, პლენარულ სხდომაზე, პატიმართა უფლებების მზარდი დარღვევების გამო შეშფოთება გამოთქვა და კოლეგებს მონიტორინგის სპეციალური ჯგუფის შექმნისკენ მოუწოდა, თუმცა უმრავლესობამ ოპონენტის შეშფოთება არ გაიზიარა. ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ ეკა ხერხეულიძემ კი განმარტა, რომ სასჯელაღსრულების დაწესებულებებში არსებული ვითარების კონტროლს მონიტორინგის მოქმედი ჯგუფი თავს ართმევს:

„ყველა ნაკლოვანების შესახებ ვართ ინფორმირებული, მაგრამ ვერ გავიზიარებთ იმ მოსაზრებას, თითქოს პატიმართა წამების ახალი ტალღა დაიწყო. არ შეიძლება საზოგადოების დაძაბვა უსაფუძვლოდ!“                                                                ავტორი ჯიმშერ რეხვიაშვილი

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

ექვთიმე თაყაიშვილი

ეკლიანი გზა ვარსკვლავებისკენ

Pusa's Blog

სამოქალაქო ჟურნალისტი

ფერადი ბლოგი : )

Just another WordPress.com site

ლულის ბლოგი

მოქალაქე ჟურნალისტი.......მსოფლიოში მიმდინარე საინტერესო ფაქტები და მოვლენები!

მედიატორი Медиатор Mediator

აქტიური მოქალაქეობა, უკეთესი მომავალია!!! Активное гражданство это лучшее будущее!!! Active citizenship, better future!!!

მარი-ონეტი

“მე არასოდეს მსმენია რაიმე ისეთი დანაშაული, რომლის ჩადენასაც თავად ვერ შევძლებდი”

✌ Mystic Grill ✌

კიდევ ერთი, მაგრამ არა ჩვეულებრივი ბლოგი :)

SpeeChLeSS

That's how You make Me feel

ქუტას ბლოგი

მოქალაქე ჟურნალისტი

Know-it-aLL

Smart Blog !

კინოგურმანის ბლოგი

არა მხოლოდ კინოგურმანებისთვის!

Jazzmena's Blog

“God grant me the serenity to accept the things I cannot change, courage to change the things I can, and wisdom to always tell the difference.”

tavisufleba.com

Just another WordPress.com site

ჩვენი დია(ბ)ლოგი

ადამიანის უფლებების სადარაჯოზე ...

კანიბალი კარამელკას ბლოგი

მე ნაწილი ვარ იმ ძალისა, ვისაც ბოროტება სწადია და სიკეთეს კი იქმს.

ფრთხილად, ტრეფიკინგი!!!

ავირჩიოთ ჩვენი მომავალი...

Social Media at School

სოციალური მედია სკოლებში

» Vannie Pooh «

» დროს ვერ ვხედავ, ვეღარც ვამჩნევ, ჩუმად ლპება, იღუპება. «

art-profiles.com

The world's art network

sal4you

ჯანსაღ სხეულში ჯანსაღი სულია!

ახალგაზრდა ომბუდსმენი

შენი უფლებები მთავრდება იქ, სადაც იწყება სხვისი

Double Illusion

Welcome To Merabino's Mind

new ქუთაისი

ავაშენოთ ქუთაისი

უფლებების დამცველი

ყველა ადამიანი თანასწორუფლებიანია

თავისუფალი ბლოგი

გიორგი ბენაშვილი

Twilight.ge

Georgian Twilight Community

თათიას ბლოგი ♥♥

მიყვარხართ და მიჩუქნია ეს სიყვარული თქვენთვის ! ♥

99 დღე

მიზნამდე დარჩა 42 დღე

ადამიანი და კანონი

ვისაუბროთ ადამიანის უფლება-მოვალეობებზე

%d bloggers like this: