ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენცია

        ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის         კონვენცია ევროპის საბჭოს ფარგლებში იქნა შემუშავებული 1948 წლის ადამიანის საყოველთაო დეკლარაციის უმთავრესი პრინციპების გათვალისწინებით. მისი ხელმოსაწერად გახსნა მოხდა 1950 წლის 4 ნოემბერს რომში, ძალაში კი შევიდა 1953 წლის ნოემბერში.

კონვენცია შედგება სამი ნაწილისაგან: პირველი ნაწილი მოიცავს ძირითად უფლებებსა და თავისუფლებებს, მეორე ნაწილი არეგულირებს სასამართლოს შემადგენლობისა და პროცედურების განხორციელების წესებს და მესამე ნაწილი მოიცავს სხვადასხვა დასკვნით დებულებებს. კონვენციამ საფუძველი ჩაუყარა ხელშემკვრელ მხარეთა მიერ ნაკისრ ვალდებულებათა შესრულების სისტემას, რომელიც თავდაპირველი სახით ხორციელდებოდა ადამიანის უფლებათა ევროპული კომისიის, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს და ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის მიერ. კონვენციით დაარსებული უწყებებისადმი წარდგენილ განაცხადთა მზარდმა რაოდენობამ შედეგად მოიტანა მე-11 ოქმის შემუშავება. მე-11 ოქმმა, რომელიც ძალაში შევიდა 1998 წლის 1 ნოემბერს, არსებული ნახევარგანაკვეთზე მომუშავე სასამართლო და კომისია შეცვალა ერთი, სრული დატვირთვით მომუშავე სასამართლოთი.

მე-11 ოქმის ძალაში შესვლის მიუხედავად სასამართლოში შემოსულ საქმეთა რაოდენობამ უპრეცენდენტო ზღვარს მიაღწია. 2000 წელს 3-4 ნოემბერს გამართულმა ადამიანის უფლებების კონფერენციამ, რომელიც კონვენციის ხელმოსაწერად გახსნის 50 წლისთავს მიეძღვნა, დასაბამი მისცა სისტემის რეფორმირებაზე მსჯელობის პროცესს. შემუშავდა მე-14 ოქმი, რომელიც ძალაში შევა მას შემდეგ, რაც რატიფიცირებულ იქნება კონვენციის ყველა ხელშემკვრელი სახელმწიფოს მიერ. მე-14 ოქმი ემსახურება საქმის წარმოების გამარტივებასა და დაჩქარებას და ითვალისიწინებს კონვენციის საზედამხედველო სისტემაში შესწორებების შეტანას.

გამომდინარე იქიდან, რომ მე-14 ოქმი ძალაში ვერ შევიდა და იმის გათვალისწინებით, რომ წარმოექმნა საჭიროება შემოღებულ იქნას გარკვეული დამატებითი პროცედურები საზედამხედველო სისტემის გასაუმჯობესებლად და საქმეთა მზარდი მოცულობის დასაძლევად, მინისტრთა კომიტეტის 119-ე სესიაზე შემუშავებულ იქნა ევროპული კონვენციის მე-14 ბის ოქმი, რომელიც ითვალისწინებს ერთპიროვნული მოსამართლის ინსტიტუტს. ოქმი ძალაში შევიდა 2009 წლის სექტემბერში, მას შემდეგ რაც სამმა ხელშემკვრელმა სახელმწიფომ გამოხატა თანხმობა იკისროს ოქმით გათვალისწინებული დებულებების შესრულება.

Leave a comment

NocHuRa's Official BLOG

ქაოსური ბლოგი...

Pusa's Blog

სამოქალაქო ჟურნალისტი

ფერადი ბლოგი : )

Just another WordPress.com site

ცნობარი

აქტიური მოქალაქეობა, უკეთესი მომავალია!!! Активное гражданство это лучшее будущее!!! Active citizenship, better future!!!

მარი-ონეტი

“მე არასოდეს მსმენია რაიმე ისეთი დანაშაული, რომლის ჩადენასაც თავად ვერ შევძლებდი”

SpeeChLeSS

That's how You make Me feel

Know-it-aLL

Smart Blog !

კინოგურმანის ბლოგი

არა მხოლოდ კინოგურმანებისთვის!

Giorgi Sigua's Blog

“God grant me the serenity to accept the things I cannot change, courage to change the things I can, and wisdom to always tell the difference.”

tavisufleba.com

Just another WordPress.com site

ჩვენი დია(ბ)ლოგი

ადამიანის უფლებების სადარაჯოზე ...

კანიბალი კარამელკას ბლოგი

მე ნაწილი ვარ იმ ძალისა, ვისაც ბოროტება სწადია და სიკეთეს კი იქმს

ფრთხილად, ტრეფიკინგი!!!

ავირჩიოთ ჩვენი მომავალი...

Social Media at School

სოციალური მედია სკოლებში

» Vannie Pooh «

» დროს ვერ ვხედავ, ვეღარც ვამჩნევ, ჩუმად ლპება, იღუპება. «

sal4you

ჯანსაღ სხეულში ჯანსაღი სულია!

ახალგაზრდა ომბუდსმენი

შენი უფლებები მთავრდება იქ, სადაც იწყება სხვისი

Double Illusion

Welcome To Merabino's Mind

ჩვენი ქუთაისი

ბლოგში ინფორმაცია დაიდება ქუთაისში მომხდარ სხვადასხვა სახის აქტივობაზე, ასევე ინფორმაციის მატარებელი იქნება სხავდასხვა სიახლეების შესახებ და პირადი შეხედულებების გაზიარება

უფლებების დამცველი

ყველა ადამიანი თანასწორუფლებიანია

Twilight.ge

Georgian Twilight Community

თათიას ბლოგი ♥♥

მიყვარხართ და მიჩუქნია ეს სიყვარული თქვენთვის ! ♥

99 დღე

მიზნამდე დარჩა 42 დღე

ადამიანი და კანონი

ვისაუბროთ ადამიანის უფლება-მოვალეობებზე

My Blog

Just another WordPress.com site

georgiaecology

Just another WordPress.com site

Your Health in Your Hands

შენი სიცოცხლე შენს ხელთაა

all4people

Just another WordPress.com site